ირამურას ბლოგი

ბლოგი ბავშვებისთვის და არა მარტო ბავშვებისთვის

სურამის ციხე

სურამის ციხე

Imageრამდენიმე დღის წინ ჩამოვედი სურამიდან, როგორც ყველა სურამში დამსვენებელი ავედი სურამის ციხეზე, ალბათ ყველამ იცის ლეგენდა ამ ციხის შესახებ, ზოგი ამბობს რომ სისულელეა და ზოგსაც სჯერა, ჩემი აზრით არ არის გამორიცხული რომ ყველაფერი სიმართლე იყოს, მათთვის ვინც ეს ლეგენდა არ იცის ან არ ახსოვს მოკლედ მოვყვები:

ციხე რომ აშენებულიყო, მასში უნდა ჩაეყოლებინათ  ზურაბი. ამბობენ იმ კედლიდან სადაც ზურაბი ჩააყოლეს, დღესაც წვეთ-წვეთად მოდის მისი დედის ცრემლი. იმასაც ამბობენ, რომ ყოველ მთვარიან ღამეს სურამის ციხესთან გამოდის შავებში ჩაცმული ქალი და ტირის:

„სურამისა ციხეო,
სურვილითა გნახეო,
ჩემი ზურაბ მანდ არის,
კარგად შემინახეო.“

 

მართლაც ის კედელი რომელშიც ზურაბია ჩაყოლებული ყოველთვის სველია, (ყოველ შემთხვევაში ასე გამოიყურება) მაგრამ ამ კედელზე ადიოდნენ ბიჭები და ამბობდნენ რომეს კედელი არ არის სველი.

სურამის ციხის წინ არის რამოდენიმე სახლი, ერთ-ერთ სახლში ცხოვრობდა მოხუცი ქალი რომელიც ამბობდა რომ შავებში ჩაცმული ქალი მართლაც მოდის და დასტირის ამ კედელს.

2 Comments »

დრათხაარი

დრათხარი

დრათხარი

XIX საუკუნის დასაწყისში მრავალი ნაირსახეობის უხეშბეწვიანი მონადირე ძაღლები არსებობდნენ. შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ დრათხარის წინაპრები იყვნენ: პუდელპოინტერი, გრიფონი, გერმანული კურცხალი და სხვა მსგავსი ძაღლები (არცთუ ისე ხშირად, მაგრამ მაინც დღემდე იბადებიან დრათხარის ლეკვები–გლუვბეწვიანები და ასეთ ტიპაჟებს დრათხარის დამახასიათებელი ულვაშიც კი არ აქვთ).
დრათხარი სხვა მონადირე ძაღლებისაგან გამოირჩევა მეტი აგრესიით, ოჯახის დაცვის უნარიანობით, მეტი ფიზიკური ძალითა და ენერგიით. იგი მთელ მსოფლიოში ერთ–ერთი ყველაზე პოპულარული მონადირე ძაღლია. მას გააჩნია ყველა დადებით თვისებები იგი არის იდეალური მონადირე, დამჯერი. აქვს გარკვეული თავისებურებები: ესაჭიროება რეგულარული ხანგრძლივი სეირნობა, სხვა მონადირე ძაღლებთან შედარებით გამოირჩევა აგრესიულობით, მცირე ასაკიდანვე ესაჭიროება სწორი თანმიმდევრული წვრთნა. მისი სიმაღლეა: ხვადი:  61–68 სმ. ძუ: 57–64 სმ. წარმომავლობა: გერმანია.

1 Comment »

ბავშვთა უფლებების დარღვევა

მოგიყვებით როგორ დაირღვა მეექვსე კლასელი ბავშვის უფლებები.

ერთ დღეს ერთ სკოლის მოსწავლე  გოგოს სკოლის დღიური სახლში დარჩა. სწორედ იმ დღეს მან გეოგრაფიაში 4 ქულა მიიღო. (ხუთბალიან სისტემაში) მასწავლებელმა დღიური მოსთხოვა. გოგომ უთხრა დღიური სახლში დამრჩაო, მასწავლებელმა ამის გაგონებაზე კალამი მელანში ჩააწო და გოგოს ოთხიანი შუბლზე დააწერა, თან იცინოდა. გოგონასაც თავიდან გაეცინა მაგრამ ცოტა ხანში თავი დამცირებულად იგრძნო და ცხარე ცრემლებით ატირდა. :’(

Leave a comment »

ბატონები

ბატონებს ბევრი სახეობა აქვს, აქედან ყველაზე მძიმე წითელაა. არის კიდევ წითურა, ყბაყურა, ჩუტყვავილა, ქუნთრუშა, ყივანახველა და ყვითელა. ყბაყურაზე ბავშვებს ცრიან, ასევე როგორც წითელაზე და წითურაზე.

თუ ადამიანს ბატონები აქვს (მნიშვნელობა არა აქვს რომელი) მაშინ მას ყველაფერი უნდა შეუსრულოთ რასაც ინებებს, სულ უნდა ეფეროთ და ტკბილი სიტყვებით ელაპარაკოთ. ბატონების დროს ადამიანს წამლებს არ ასმევენ. ამბობენ რომ წამალზე ბატონი ბრაზდება, ასევე არსებობს ბატონების შელოცვები.

წითურა  ყველაზე მძიმედ გადასატანი ბატონებია. წითურამ იცის მაღალი სიცხე. ჩუტყვავილას უყვარს იები. ყვითელაზე ადამიანს ყვითელი ფერი ედება. ბატონებს აუცილებლად რამე უნდა გამოუცხონ. გამონაყარი ან იის ნახარშით ან ზილონკით უნდა დამუშავდეს პირველიველივე დღეს.

ეს ყველაფერი რაც დავწერე უძველესი ქართული ტრადიციაა. სინამდვილეში ჩუტყვავილა ჰერპესული ინფექციაა, რომელიც ადამიანს მხოლოდ ერთხელ ემართება.

2 Comments »

ჯადოქარი მალია

აქედან ძალიან შორს, დაბურულ ტყეში იდგა პატარა, კოხტა სახლი. ამ პატარა კოხტა სახლში ცხოვრობდა ქალი, სახელად მალია. ყველა ჯადოქარს ეძახდა, მაგრამ იყო თუ არა მალია ნამდვილად ჯადოქარი, არავინ იცოდა. ტყიდან ბილიკი შარაგზაზე გამოდიოდა, სადაც ასევე პატარა სახლები იდგა. მართალია მალიას სახლივით კოხტა არა, მაგრამ მაინც სახლები ერქვა. ეს სოფელი იყო. სოფელს სახელი არ ჰქონდა და ყველა უსახელო სოფელს ეძახდა. სოფლის მაცხოვრებლები (უფროსები), ერიდებოდნენ მალიასთან ურთიერთობას. ბავშვები კი პირიქით, ხშირად სტუმრობდნენ მას. მალია მათ ათასნაირ საინტერესო ამბებს უყვებოდა და გემრიელი სადილითაც უმასპინძლდებოდა.
მალიას სასტუმრო ოთახში ერთი დიდი, ძველი კარადა ედგა. კარადის კარს რომ გამოაღებდა, სულ ცხელ-ცხელი საჭმელები გამოჰქონდა იქიდან, თითქოს ეს წუთია ქურიდან გადმოდგაო. ბავშვებს უკვირდათ, როგორ შეიძლებოდა კარადაში სულ ცხელი კატლეტი და ღვეზელი ყოფილიყო, თანაც ზამთარში სულ ალუბლის, მარწყვის და ჟოლოს ნაირ-ნაირი ნამცხვრებით იტკბარუნებდნენ პირს. ბოლოს ასკვნდნენ: “ჯადოქარია და აბა სხვანაირად როგორ შეიძლებაო.”
მარტო როცა იყო, მალია ბუხართან იჯდა პატარა სკამზე და ქსოვდა.
-რას ქსოვ მალია? – ჰკითხა ერთხელ ბიჭუნამ, რომელსაც სახელად გური ერქვა. გური ხშირად დადიოდა მალიასთან. დედა არ ჰყავდა, მამამისს კი მისთვის არ ეცალა, მთელ დროს ოცნებებში ატარებდა. მამამისს გარინჩას ეძახდნენ თანასოფლელები. მართალია არც ერთ მათგანს გარინჩა არც ნანახი ჰყავდა და არც გაგონილი, მაგრამ ის კი იცოდნენ, რომ ბეხბურთელი იყო და თანაც კოჭლი. ეს ამბავი ასე მოხდა: სოფელში, რომელსაც სახელიც კი არ ჰქონდა და არც რუკაზე იყო აღნიშნული, შემთხვევით გზააბნეულმა მგზავრმა შემოაბიჯა, შემოაბიჯა და იკითხა: “სადა ვარო?”, სოფლელებმა უპასუხეს: “უსახელო სოფელშიო”. გზააბნეულმა მგზავრმა გურის მამას მოჰკრა თვალი, რომელიც კოჭლობით მოჩლახუნობდა, ხელში ბურთი ეჭირა, რომელიც ხუთიოდე წუთის წინ ბავშვებისათვის სოფლის მაღაზიაში ეყიდა. “ვაჰ, თქვენ უსახელო სოფელში გარინჩაც გყოლიათო?” გაიცინა უცნობმა. “მოიცა, მოიცა, გარინჩა ვინ არისო?” ჰკითხა უცნობს გურის მამამ. “გარინჩა მსოფლიოში უდიდესი ფეხბურთელი იყო, თანაც შენსავით კოჭლობდაო”, აუხსნა უცნობმა და გზა განაგრძო. მას შემდეგ თანასოფლელები გურის მამას გარინჩას ეძახდნენ და მასაც დიდად მოჰქონდა თავი.
- რას ქსოვ მალია, არ მეტყვი? – გაუმეორა კითხვა გურიმ. – თან კიდევ ერთი თბილ-თბილი ღვეზელი გაიქანა პირისაკენ.
- კაბას ვიქსოვ, კაბას, – უპასუხა მალიამ.
- კაბას რომ არ ჰგავს, ძალიან თხელია და გამჭვირვალე, შენ ეგ როგორ უნდა ჩაიცვა?
- ჩავიცმევ ჩემო გური, აი ნახავ, მალე აქედან წავალ და სწორედ ეს კაბა მეცმევა.
ამასობაში მალიასთან სხვა ბავშვებიც შეგროვდნენ და მაგიდას შემოუსხდნენ. მალიაც დაბზრიალდა და კარადიდან ცხელ-ცხელი კატლეტები გადმოალაგა, თან ბუზღუნებდა: “ფანტაზია არ გყოფნით, რა სულ კატლეტი და ღვეზელი გინდათ, რამე სხვა მოიფიქრეთო”.
- სად წახვალ მალია, ჩვენგან წახვალ? – გაფითრდა გური.
- ჰო, სახლში წავალ.
- განა ეს შენი სახლი არ არის? – ბავშვები წამოიშალნენ.
- კი ჩემი სახლია, მაგრამ დროებით. ჩემი ნამდვილი სახლი, სადაც სამასი წელი გავატარე, სხვაგანაა.
- სამასი წელი? კი მაგრამ, რამდენი წლის ხარ მალია? – ერთმანეთს ასწრებდნენ კითხვებს ბავშვები.
- სამასოცდახუთის – უპასუხა მალიამ, მაგრამ სამასი ჩურჩულით წარმოსთქვა, ოცდახუთი კი ომახიანად, იმ იმედით, რომ ზოგს შეიძლება მხოლოდ ოცდახუთი გაეგო. სამწუხაროდ პასუხი ყველამ შესანიშნავად გაიგონა.
- წადით ახლა სახლში და დაიძინეთ, ზედმეტად ცნობისმოყვარეები ხართ. მეც დასვენება მინდა. ხვალ გელოდებით, ჩემი საყვარელი სადილით უნდა გაგიმასპინძლდეთ.
- წავალთ მალია, მაგრამ ჩვენს სოფელს დიდი გველი შემოეჩვია, ბუჩქებში იმალება.
- უკვე? სკარპია მოვიდა?
- რა უკვე? – გაიკვირვეს ბავშვებმა
- ყური მიგდეთ პატარებო, როგორც კი გველს შენიშნავთ, საჩვენებელ თითს ზემოთ ასწევთ და ომახიანად წარმოსთქვამთ:
წადი გველო სკარპია,
თორემ მოვა მალია.
ავდარი თუ დარია,
შენ არ გაგიხარია.
გასაგებია? არც ერთი სიტყვა არ გამოგრჩეთ. ჩემი სახელის ხსენებაზე, გველი მიბრუნდება და გაგცილდებათ.
- ბავშვები მალიას დაემშვიდობნენ და ბილიკს დაუყვნენ. სოფელს რომ მიუახლოვდნენ, დედაბერი სიდორა შემოხვდათ. სიდორა სოფლის განაპირას, მარტო ცხოვრობდა. უკარება ქალი იყო და ცოტა უცნაურიც. თანასოფლელებს, თავის მსუბუქი დაკვრით ესალმებოდა და არავისთან ურთიერთობა არ ჰქონდა. ბავშვების არ იყოს, სიდორაც მალიას ხშირი სტუმარი იყო. ოღონდ მათგან განსხვავებით, ის კატლეტებს კი არ მიირთმევდა, რაღაც ნაყენს სვამდა და როგორც თვითონ ამბობდა: “მალიასთან სტუმრობის შემდეგ, ძალა მიათკეცდებაო”.
- მალიასგან მოდიხართ? გითხრათ, რომ ხვალ მიდის? – იკითხა მოხუცმა.
- ხვალ? – ბავშვები დაიბნენ – კი მაგრამ, რატომ?
- რახან თვითონ არ მოგიყვათ, მე გაგანდობთ მის საიდუმლოს, უფრო სწორედ, ჩვენი სოფლის საიდუმლოს. – სიდორა იქვე, ხის კუნძზე ჩამოჯდა, ბავშვებსაც ხელით ანიშნა დასხედითო და დაიწყო.
- დიდებული იყო ადრე ჩვენი სოფელი. ულამაზესი სახლებითა და აყვავებული ბაღ-ვენახებით. მხიარული ხალხითა და უამრავი სტუმრებით. ხალხი შორეული ქვეყნებიდან ჩამოდიოდა, ჩვენი სოფლის სანახავად. ნამდვილი სასწაული იყო. სოფელს სახელიც ერქვა: “მზისკარი” და მართლაც მზესავით იყო გაბრწყინებული. ყველას ერთმანეთი გვიყვარდა და დღეში სამჯერაც რომ შევხვედროდით, პირზე კოცნით ვესალმებოდით.
- ერთ მშვენიერ დღეს, ჩვენს სოფელში მოფრინდა ულამაზესი არსება. არ ვიცი ფერია იყო, არ ვიცი ადამიანის მსგავსი პეპელა. მოკლედ ძალიან ლამაზი, ნაზი და მხიარული ვინმე იყო. სადღაც მიფრინავდა, ფრთა დაუზიანებია და ჩვენს სოფელში გაჩერდა რამოდენიმე დღით, (ფრთის მოსაშუშებლად, რა თქმა უნდა). თან გვთხოვა, საიდუმლოდ შეგვენახა მისი სტუმრობის ამბავი. “სკარპიამ თუ გაიგო რომ აქ ვარ, მომძებნის და მაშინ მისი მოკვლა მომიწევსო”. “სკარპია ვინ არისო?” ვიკითხეთ ჩვენ. “სკარპია ჩემი მეგობარია, ფრთა მან დამიზიანა, ამის გამო დედ-მამაჩემმა ქვეწარმავლად აქციეს. არა და მეცოდება. მე რომ ფრთას მოვიშუშებ და გავფრინდები, მისი ჯადოც მაშინ მოიხსნებაო”, გვიპასუხა გოგონამ.
ჩვენი სოფლის ერთ-ერთმა ყმაწვილმა, გოგონას პატარა, კოხტა სახლი აუშენა. სწორედ ის სახლი, სადაც მალია ცხოვრობს. მთელი სოფელი, თავის სტუმრებიანად მოდიოდა მის სანახავად.
- ხვალ მივფრინავ, – სევდიანად გაგვიმხილა ერთ მშვენიერ დღეს გოგონამ. – ფრთა უკვე მომიშუშდა.
- რომ არ გაფრინდე და აქ დარჩე? – ჰკითხა ერთ-ერთმა თანასოფლელმა ბიჭმა. გავხედე იმ სულელს და სახტად დავრჩი, ისეთი ანთებული თვალებით შესცქეროდა ფრთიან გოგონას, გეგონებოდა მთელი ცხოვრება მის სიყვარულში გაატარაო.
- ვინ იყო ის ბიჭი, ჩვენ ვიცნობთ? – იკითხეს ბავშვებმა.
- იცნობთ, იცნობთ, მაგრამ სახელს ვერ გეტყვით.
- მერე, მერე მოყევი რა სიდორა? – სთხოვეს პატარებმა.
- მერე რაღა გითხრათ, საშინელება დატრიალდა. იმავე ღამეს, როდესაც გოგონა-ფერიას ეძინა, ჩვენი ვაჟბატონი მიეპარა და ორივე ფრთა ნაჯახით მოაჩეხა. სისხლი ნაკადულივით მოედინებოდა ჭრილობებიდან. ძლივს გადავარჩინეთ მალია. თქვენ ალბათ მიხვდით, რომ ფერია-გოგონა მალია იყო. ბიჭი შეშინებული გაიქცა და ღმერთო, ეს რა ვნახეთ, ახლაც თვალწინ მიდგას. ბიჭი გარბოდა, უკან კი უზარმაზარი გველი მისდევდა, ერთი ნახტომიც და გადასანსლავდა.
- სკარპია, არ გინდა, ყველაფერი ჩემი ბრალია, – წამოიძახა გოგონამ. გველი გაჩერდა და ერთადერთი რაც გააკეთა, ფეხში სწვდა ბიჭს და უკბინა. უკბინა, მაგრამ რა უკბინა, ხორცი ლამის ძვლიანად ამოაგლიჯა და რაც მთავარია, კი არ გადაყლაპა, გადმოაფურთხა, “ნაგავი ხარ” – ჩაისისინა და ბუჩქებში შესრიალდა. ამის შემდეგ დაკოჭლდა სწორედ….. (სიდორამ ენაზე იკბინა და პირზე ხელი აიფარა).
რამოდენიმე დღე გაუჩერებლად ტიროდა მალია.
- როდის მეღირსება ფრთები, როდის დავბრუნდები სახლში? – მოთქვამდა გოგონა. მეოთხე დღეს ჩვეულებრივ გაიღვიძა, ადგა, ღიმილით შემომანათა ლამაზი თვალები და მომმართა.
- მივდივარ შენგან სიდორა. ტყეში უნდა დავსახლდე. აქ ყოფნის ნება არა მაქვს, იმ დღიდან თქვენი სოფელი დაწყევლილია. განმარტოებით უნდა ვიცხოვრო და ფრთები მოვიქსოვო, ასეთია დედ-მამაჩემის ბრძანება. ფრთების მოქსოვას კი, ყველაზე ცოტა, ოცდახუთი წელი დასჭირდება.
მალია მიბრუნდა და წავიდა. მას მერე ტყეში ცხოვრობს, დღე და ღამე ქსოვს და იმ დღეზე ოცნებობს, ფრთებს რომ მოირგებს და აქაურობას სამუდამოდ გაეცლება.
- მერე ჩვენ არ მოვენატრებით? – ცრემლნარევი ხმით იკითხა გურიმ.
- რასაკვირველია მოენატრებით და ხანდახან გესტუმრებათ კიდეც, მაგრამ არა მგონია სოფელში შემოვიდეს, ეს ხომ დაწყევლილი სოფელია.
- არ მინდა აქ ცხოვრება, მეც მალიას წავყვები და მასთან ერთად ვიცხოვრებ, – უკვე ტირილზე გადავიდა გური.
- მეც, მეც – აყვნენ ბავშვები. სიდორას ჩაეღიმა.
- არა ჩემო კარგებო, თქვენ აქ უნდა დარჩეთ, სოფელი უნდა ააშენოთ, სახელი და დიდება დაუბრუნოთ. თქვენ ხომ ბრწყინვალე “მზისკარის” შვილები ხართ. – სიდორა მიბრუნდა და მალიას სახლისაკენ მიმავალ ბილიკს გაუყვა.
მეორე დღეს მალიამ ნამდვილი ნადიმი მოაწყო. სუფრასთან ბავშვები და სიდორა ისხდნენ. მალია ციბრუტივით ტრიალებდა, კარადიდან რა აღარ გამოჰქონდა, თან ღიღინებდა: “გასინჯეთ, გემრიელია,
ჩემი საყვარელი კერძია”.
მაგრამ ბავშვები საჭმელს პირს არ აკარებდნენ და სევდიანად აყოლებდნენ თვალს აქეთ-იქით მორბენალ მალიას.
კარზე კაკუნი გაისმა.
- ნეტავ ვინ უნდა იყოს, ყველანი ხომ აქ ხართ? – შეშფოთდა მალია – მობრძანდით! – კარი გაიღო, ზღურბლზე გარინჩა იდგა, ერთი ათად დაბერებული და გაჭაღარავებული.
- თუ შეგიძლია, მაპატიე მალია, თუ არა და… – გარინჩამ ნაჯახი დააგდო მალიას ფეხებთან, – თუ არა და დამსაჯე, ეგებ მეც მოვისვენო.
- არა, გარინჩა, აიღე ეგ ნაჯახი და წადი. მე შენ დიდი ხანია გაპატიე, სოფელსაც მოეხსნა წყევლა. ნახავ, დღეიდან ყველაფერი შეიცვლება – ჩაიჩურჩულა მალიამ და შეყვარებული თვალები შეანათა მამაკაცს. გარინჩამ ერთადერთ ცრემლს ჩამოგორება არ აცალა, შებრუნდა და გასცილდა იქაურობას. სიდორა გაოგნებული შესცქეროდა ქალს.
- მალია, შენ… გარინჩა, ამდენი წელი… – ვეღარ დაამთავრა სიტყვა მოხუცმა, მასაც ტირილი ახრჩობდა. – კი მაგრამ ხომ შეგეძლო სიყვარულზე უარი არ გეთქვა?
- არა სიდორა, ჩემი დედ-მამა უარეს მდგომარეობაში ჩააგდებდა სოფელს, უდანაშაულო ხალხი დაიხოცებოდა და სოფელი აღარ იარსებებდა. მე ჩემი ვალი მოვიხადე და სკარპიასთან ერთად მივდივარ. – მალია მიბრუნდა, საწოლზე მიგდებული ნაქსოვი აიღო, გადაიცვა და ჰოი, საოცრებავ. მათ წინ მალია კი არ იდგა, რომელიც გემრიელ კატლეტებს ამზადებდა და მუდამ ბუხართან იჯდა საქსოვით ხელში. ეს იყო ულამაზესი, ფერიის მსგავსი არსება. ასეთი სილამაზე ბავშვებს არასოდეს ენახათ.
- მშვიდობით ბავშვებო, მშვიდობით სიდორა, მშვიდობით ჩემო სიყვარულო. – მალია შებრუნდა, ფანჯარას მიუახლოვდა, გამოაღო და გაფრინდა. ყველანი კარებს მისცვივდნენ და ფერიას ეძებდნენ თვალებით.
- მოედნისაკენ, სოფლის მოედნისაკენ წავიდეთ. იქ ჩამოფრინდა ოცდახუთი წლის წინ და ალბათ იქიდანვე გაფრინდება. – წამოიძახა სიდორამ. ბავშვები გაიქცნენ. სოფლის ცენტრში მეზობლებს მოეყარათ თავი და ცისკენ მიეპყროთ მზერა.
- იქ არის, იქ – ყვიროდა ხალხი – მალია, დარჩი ჩვენთან, გვაპატიე და დარჩი, ისევე ვიცხოვრებთ, როგორც ვცხოვრობდით, ოღონდ დარჩი. – მალია ფეხი-ფეხზე გადადებული იჯდა ღრუბელზე და კისკისებდა, თვალები კი საოცრად სევდიანი ჰქონდა.
- ყველანი მიყვარხართ, აქ არის ჩემი მეორე სახლი, ვეცდები დავბრუნდე. – მალია შებრუნდა და ფრთების ნაზი რხევით გაფრინდა, უკან სკარპია მიჰყვებოდა, სკარპიაც ფრთიან ადამიანად ქცეულიყო და ამაყად მიაპობდა ღრუბლიან ცას.
ყველაფერი დამთავრდა, სოფლის მაცხოვრებლები, მაინც კმაყოფილნი, ნელ-ნელა უბრუნდებოდნენ თავ-თავის საცხოვრებლებს.
ერთადერთი გარინჩა იჯდა სახლში მარტო და ცხარე ცრემლით ტიროდა. არა, კი არ ტიროდა, ხანდახან მხეცივით დაიღრიალებდა და შემდეგ ისევ ჩუმ ქვითინზე გადადიოდა.
უცაბედად კარი გაიღო, გარინჩამ უაზროდ გაიხედა. ზღურბლზე სიდორა იდგა, მას უკან კი ბავშვების მთელი არმია მოჰყვებოდა.
ამ დღიდან მოყოლებული გარინჩას სახლში შუქი არ ჩამქრალა.

1 Comment »

ტექნიკა და ბავშვები

ჩემი ძმა 4 წლის არის და უკვე მობილური ტელეფონი აქვს. დივიდის და კომპიუტერის ჩართვა იცის. ალბათ თქვენი უმცროსი დები და ძმებიც ეგრე არიან.

ეხლანდელი ბავშვები ტექნიკაში ძალიან კარგად ერკვევიან. ყველანაირი ტექნიკა მათთვის უბრალო სათამაშოა.

ერთხელ ჩემს ოთახში ჯეტეას ვთამაშობდი, ერთ ადგილას გავიჭედე, ჩემი ძმა მოვიდა, დაჯდა კომპიუტერთან და თვალის დახამხამებაში ის ადგილი გაიარა.

5 Comments »

გეია თუ არა???

ბევრი ამბობს რომ ჯასტინ ბიბერი გეია, ბევრი რომ გიჟი და ამაზე ბევრს კამათობენ. საინტერესოა თქვენი აზრით, იგი მართლა გეია თუ უბრალოდ ასეთი სტილი აირჩია მეტი პოპულარობის მოსაპოვებლად? ბევრს ჰგონია რომ ჯასტინმა ასეთი იმიჯი ორიგინალურობისათვის აირჩია. მეც ამას ვფიქრობ.

Leave a comment »

ბიონსე

ალბათ ბევრმა იცით რომ ბიონსემ თავის შვილს ოქროს სოსკა აჩუქა. ცნობილია რომ ბიონსე ოქროს ფანია. ამბობენ რომ ოქროს კაბები აცვია, ხოდა, ყველასთვის ცნობილმა ბიონსემ თავის პატარას დაბადების დღეზე ოქროს სოსკა აჩუქა.

ძალიან უცნაურია არა?! რაში უნდა გამოადგეს პატარას ოქროს სოსკა? ბავშვისთვის ხომ ყველა სოსკა ერთნაირია. ალბათ რომ გაიზდება გაყიდის და ფულს იშოვნის. თუ რაქმაუნდა გაუჭირდება, მაგრამ ეჭვი მეპარება ამაში.

3 Comments »

MP3 მანია

ვინც თანამედროვე ცხოვრებას ეწევა, დამეთანხმება რომ MP3 ნარკოტიკივით არის. ვერ სცილდები მის პატარა ეკრანს, სულ ყურისკენ მიგაქვს ნაუშნიკები. ეს ყველაფერი დასაწყისში ხდება, მერე ეჩვევი, ისე აღარ გიზიდავს. ამის მერე ერთხელ მაინც რომ აიღოთ MP3 ხელში, ყველაფერი თავიდან დაიწყება. ასე გაგრძელლდება სანამ MP3 არ გაფუჭდება. შეიძლება არ გაფუჭდეს, მაგრამ დიდ ხანს თუ გაგრძელდა ეს ყველაფერი, მაშინ დედა ჩამოგართმევთ თქვენს ძვირფას MP3-ს და სამეცადინოდ მიგაბრძანებთ :)))

Leave a comment »

რა არის მოდა

ჩემი აზრით მოდა ყველა ადამიანს თავისებური აქვს. ზოგი გოთია, ზოგი ჰიპი. საქართველოში უმეტესობას ჩვეულებრივად აცვია, რასაც იშოვნის…

ზოგიერთისთვის მოდა არაფერს წარმოადგენს. მათ შეუძლიათ ჩაიცვან გრძელი ფართხუნა შარვლები და სამი ძომით დიდი მაისურები.

ბიჭები ამბობენ რომ მათვია მოდა არაფერს  ნიშნავს, მაგრამ ეს ასე არ არის, ბიჭები გოგოებზე მეტ ყურადღებას აქცევენ მოდას.

2 Comments »

Follow

Get every new post delivered to your Inbox.

Join 141 other followers