ირამურას ბლოგი

ბლოგი ბავშვებისთვის და არა მარტო ბავშვებისთვის

ბატონები

on March 31, 2012

ბატონებს ბევრი სახეობა აქვს, აქედან ყველაზე მძიმე წითელაა. არის კიდევ წითურა, ყბაყურა, ჩუტყვავილა, ქუნთრუშა, ყივანახველა და ყვითელა. ყბაყურაზე ბავშვებს ცრიან, ასევე როგორც წითელაზე და წითურაზე.

თუ ადამიანს ბატონები აქვს (მნიშვნელობა არა აქვს რომელი) მაშინ მას ყველაფერი უნდა შეუსრულოთ რასაც ინებებს, სულ უნდა ეფეროთ და ტკბილი სიტყვებით ელაპარაკოთ. ბატონების დროს ადამიანს წამლებს არ ასმევენ. ამბობენ რომ წამალზე ბატონი ბრაზდება, ასევე არსებობს ბატონების შელოცვები.

წითურა  ყველაზე მძიმედ გადასატანი ბატონებია. წითურამ იცის მაღალი სიცხე. ჩუტყვავილას უყვარს იები. ყვითელაზე ადამიანს ყვითელი ფერი ედება. ბატონებს აუცილებლად რამე უნდა გამოუცხონ. გამონაყარი ან იის ნახარშით ან ზილონკით უნდა დამუშავდეს პირველიველივე დღეს.

ეს ყველაფერი რაც დავწერე უძველესი ქართული ტრადიციაა. სინამდვილეში ჩუტყვავილა ჰერპესული ინფექციაა, რომელიც ადამიანს მხოლოდ ერთხელ ემართება.


2 responses to “ბატონები

  1. ბატონებს, მართლაც მოფერება უყვარს. ტყუილად კი არ ეძახიან “ბატონებს”.

  2. Nia Messi says:

    აუ ეხლა მაქვს ზუსტად ჩუტყვავილა და ისე მეფხანება მთელი სახე და ტანი რომ ვგიჟდები : (( უკვე მეორე დღეა და ვეღარ ვუძლებ ამ იების ნახარშებს : @@ შესრულებით კიდევ არაფერი არ მინდა საერთოდ რა *_*

Leave a reply to Nia Messi Cancel reply