ირამურას ბლოგი

ბლოგი ბავშვებისთვის და არა მარტო ბავშვებისთვის

ბავშვთა უფლებების დარღვევა

მოგიყვებით როგორ დაირღვა მეექვსე კლასელი ბავშვის უფლებები.

ერთ დღეს ერთ სკოლის მოსწავლე  გოგოს სკოლის დღიური სახლში დარჩა. სწორედ იმ დღეს მან გეოგრაფიაში 4 ქულა მიიღო. (ხუთბალიან სისტემაში) მასწავლებელმა დღიური მოსთხოვა. გოგომ უთხრა დღიური სახლში დამრჩაო, მასწავლებელმა ამის გაგონებაზე კალამი მელანში ჩააწო და გოგოს ოთხიანი შუბლზე დააწერა, თან იცინოდა. გოგონასაც თავიდან გაეცინა მაგრამ ცოტა ხანში თავი დამცირებულად იგრძნო და ცხარე ცრემლებით ატირდა. 😥

Advertisements
Leave a comment »

ტექნიკა და ბავშვები

ჩემი ძმა 4 წლის არის და უკვე მობილური ტელეფონი აქვს. დივიდის და კომპიუტერის ჩართვა იცის. ალბათ თქვენი უმცროსი დები და ძმებიც ეგრე არიან.

ეხლანდელი ბავშვები ტექნიკაში ძალიან კარგად ერკვევიან. ყველანაირი ტექნიკა მათთვის უბრალო სათამაშოა.

ერთხელ ჩემს ოთახში ჯეტეას ვთამაშობდი, ერთ ადგილას გავიჭედე, ჩემი ძმა მოვიდა, დაჯდა კომპიუტერთან და თვალის დახამხამებაში ის ადგილი გაიარა.

5 Comments »

გეია თუ არა???

ბევრი ამბობს რომ ჯასტინ ბიბერი გეია, ბევრი რომ გიჟი და ამაზე ბევრს კამათობენ. საინტერესოა თქვენი აზრით, იგი მართლა გეია თუ უბრალოდ ასეთი სტილი აირჩია მეტი პოპულარობის მოსაპოვებლად? ბევრს ჰგონია რომ ჯასტინმა ასეთი იმიჯი ორიგინალურობისათვის აირჩია. მეც ამას ვფიქრობ.

Leave a comment »

MP3 მანია

ვინც თანამედროვე ცხოვრებას ეწევა, დამეთანხმება რომ MP3 ნარკოტიკივით არის. ვერ სცილდები მის პატარა ეკრანს, სულ ყურისკენ მიგაქვს ნაუშნიკები. ეს ყველაფერი დასაწყისში ხდება, მერე ეჩვევი, ისე აღარ გიზიდავს. ამის მერე ერთხელ მაინც რომ აიღოთ MP3 ხელში, ყველაფერი თავიდან დაიწყება. ასე გაგრძელლდება სანამ MP3 არ გაფუჭდება. შეიძლება არ გაფუჭდეს, მაგრამ დიდ ხანს თუ გაგრძელდა ეს ყველაფერი, მაშინ დედა ჩამოგართმევთ თქვენს ძვირფას MP3-ს და სამეცადინოდ მიგაბრძანებთ :)))

Leave a comment »

ძმები ჯონასების პოპულარობა წარსულშია!

ჯონასები ძალიან პოპულარულები იყვნენ, ისინი ყველა გოგოს უყვარდა, მათი პლაკატები ყველა გოგოს ოთახში იყო გაკრული. ახლა, მათმა პოპულარობამ საგრძნობლად იკლო. მათზე სულ უფრო ნაკლები გოგო ოცნებობს. ახლა გოგოებს მოსწონთ: ადამ ლევინი,  BIG TIME RUSH, Twilight-ის გმირები და ასე შემდეგ.

Leave a comment »

შოკოლადომანია

ბევრ ჩვენთაგანს სჭირს ,,შოკოლადო მანია“.

რა არის ,,შოკოლადო მანია“?  –  ეს არის როდესაც ყველგან და ყოველთვის გინდათ შოკოლადი და სხვა ტკბილეული.

შოკოლადო მანიის სიმპტომებია:

1) როცა შოკოლადს ჭამთ, ვერ ისვენებთ და კიდევ უფრო მეტი შოკოლადი გინდათ.

2) შოკოლადის დანახვა და ყიდვა თქვენთვის ერთია.

3) ღამე შოკოლადი,კარამელი,ზეფირი და სხვა ტკბილეული გესიზმრებათ. ზოგიერთ ვებგვერდზე ასეთ რჩევასაც წააწყდებით  – თუ შოკოლადო მანიის მოშორება გინდათ, სვით ბევრი ჩაი. მაგრამ არამგონია ამან გიშველოთ თუ ჩემსავით სიგიჟემდე ხართ შეყვარებული ტკბილეულში :)))Image

3 Comments »